უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშიით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თავდასხმა და შტურმი სამი მიმართულებით მოიგერიეს.
კერძოდ, სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე სამხედრო ოპერაციებს, დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით აწარმოებს, ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა.
ასევე, დონეცკის მიმართულებით ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებით აქტიური ოპერაციების ჩატარებაზე.
გენშტაბის ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს ნოვომიხაილოვკას, ზოლოტაია ნივის დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.