უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებმაც „როსატომთან“ კონტრაქტები არ გააფორმეს, საშვები დაუბლოკეს და სადგურში აღარ უშვებენ.
ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებიც იძულებული გახდნენ კონტრაქტები გაეფორმებინათ, ხელფასი შეუმცირეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს, ხოლო ატომური სადგური რუსეთის საოკუპაციო ჯარს მარტიდან აქვს დაკავებული.