უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის თავდასხმა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
მისივე თანახმად, მტერი აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და ზაპოროჟეს მიმართულებით. სხვა მიმართულებით, მტერი ცდილობს შეზღუდოს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებები, ომბავს უკრაინის ჯარების პოზიციებს და სამოქალაქო ობიექტებს მთელი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, ამაგრებს თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების საინჟინრო აღჭურვილობას.
გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ძალებმა შვიდი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ხუთი დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე 79 MLRS შეტევა, კერძოდ, ქალაქ ხერსონზე. დაფიქსირდა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დაახლოებით 94 760 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს, მათ შორის 620 ოკუპანტი მხოლოდ 11 დეკემბერს“, - წერს უკრაინული მედია.