თეგი: დაღესტანი

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო ოპერაციის გამოცხადება, დაღესტანში გააპროტესტეს

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო ოპერაციის გამოცხადება, დაღესტანში გააპროტესტეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები პროტესტის ნიშნად, ხასავიურტ-მახაჩკალის გზატკეცილზე, სოფელ ენდირესთან ახლოს შეიკრიბნენ.  გაისმა გამართხილებელი გასროლის ხმაც. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.  

„პრიგოჟინის ამბოხების“ შემდეგ, პუტინი პირველი ვიზიტით დაღესტანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხშაბათს დაღესტნის ქალაქ დერბენტს ეწვია. უცნობია, ეს ვიზიტი „აჯანყებამდე“ იგეგმებოდა თუ არა.  ოფიციალურად, ქალაქში ჩასვლის მიზეზად ტურიზმის განვითარება დასახელდა. ხსენებული თემისადმი მიძღვნილი შეხვედრის დასასრულს, პუტინი რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფს მიუახლოვდა, ძირითადად, ქალებსა და ბავშვებს. მათგან ზოგიერთს ხელი ჩამოართვა. ოფიციალურად გავრცელებული მასალის თანახმად, პუტინი მხოლოდ ერთხელ შეეხო აჯანყების თემას და განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა დაღესტნის ხალხის მხარდაჭერაში, თუმცა რაში გამოიხატა ეს მხარდაჭერა, მან არ დააკონკრეტა. მედია პუტინის მოგზარუობას უჩვეულოდ მიიჩნევს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც მრავალი ცნობის თანახმად, პუტინთან შეხვედრამდე ადამიანები ერთი-ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კარანტინში, ან მასთან ვიზიტით მყოფები დისტანციას იცავდნენ. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BBC: ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ

რუსეთის საავიაციო სააგენტომ დაღესტნის მთავარი აეროპორტი დროებით დახურა მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ჯგუფი ადგილზე ისრაელის მოქალაქეების მოსაძებნად შეიჭრა. BBC წერს, რომ აეროპორტში არეულობაა. გამოცემა წერს, რომ კვირას ნაშუადღევს, დაღესტნის ტელეგრამ არხებზე დაიწყო შეტყობინებების გავრცელება, რომ ლტოლვილები, სავარაუდოდ, თელ-ავივიდან რესპუბლიკაში საცხოვრებლად რეგულარული რეისით უნდა ჩამოსულიყვნენ. ამის შემდეგ მალევე აეროპორტში ადგილობრივებმა შეკრება დაიწყეს. ზოგი ადგილზე პალესტინის დროშებით მივიდა. თავდაპირველად, როგორც ტელეგრამ არხები წერდნენ, ისრაელის მოქალაქეების ძებნაში ჯგუფმა აეროპორტის შენობიდან გამოსული ადამიანებისგან დოკუმენტების მოთხოვნა დაიწყეს. მალე ჯგუფი შენობაში შეიჭრა. რუსულმა მედიასაშუალება „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა ფოტო, რომლის თანახმად, ანტისემიტური პროტესტის მონაწილეები თვითმფრინავის ფრთაზე ავიდნენ. ამავდროულად, რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი შემდეგნაირად აღწერს მომხდარს: „შეკრებილები ეწინააღმდეგებიან პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს“; „უშიშროების ძალებმა მაჰაჩყალის აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს იქ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.“ დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა მასობრივი არეულობის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იუწყება მედია. ამ დროისთის აეროპორტი დახურულია რეისებისთვის, მაჰაჩყალისკენ მიმავალ თვითმფრინავებს სხვა ქალაქებისკენ გზავნიან. ადგილზე მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები - ქალაქში გაძლიერებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების დაცვა.

ვაშინგტონი დაღესტნის აეროპორშტი არეულობაზე პუტინის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს

აშშ „აბსურდს" უწოდებს რუსეთის განცხადებას დაღესტნის აეროპორტის ინციდენტში უკრაინის მონაწილეობაზე. ვაშინგტონი მომხდარს "სიძულვილის შემზარავ დემონსტრირებად აფასებს." ამასთან, დასავლეთის მიმართ ბრალდებების შესახებ კითხვას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თეთრი სახლის ბრიფინგზე ასე უპასუხა: „კლასიკური რუსული რიტორიკაა, როცა რაღაც ცუდი ხდება შენს ქვეყანაში, შენ სხვას ადანაშაულებ.” „დასავლეთს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამასთან. ეს არის უბრალოდ სიძულვილი, ფანატიზმი და დაშინება,“ - განაცხადა კირბიმ. „ზოგიერთი ადამიანი ამას შეადარებს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის „პოგრომებს“ და ვფიქრობ, რომ ეს ალბათ სწორი აღწერაა, იმ ვიდეოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ იქ ვნახეთ,“ - განაცხადა კირბიმ ანტისემიტური აქციის შესახებ. კირბიმ გააკრიტიკა პუტინი იმის გამო, რომ მეტი არ გააკეთა ძალადობის დასაგმობად. მანამდე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა უკრაინის ჩართულობის შესახებ რუსეთის ბრალდებებს "აბსურდი" უწოდა. „რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმოს ეს ძალადობრივი პროტესტი, პასუხისმგებლობა დააკისროს მონაწილეებს და უზრუნველყოს ისრაელელების და ებრაელების უსაფრთხოება რუსეთში," - განაცხადა მილერმა. კრემლმა არეულობა "გარედან ჩარევას" დააბრალა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მაჰაჩყალაში ანტისემიტური არეულობა "დიდწილად უკრაინის ტერიტორიიდან იყო შთაგონებული, დასავლეთის ქვეყნების აგენტურის გავლით." BBC: ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ მაჰაჩყალის აეროპორტში დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა - მედია