რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო ოპერაციის გამოცხადება, დაღესტანში გააპროტესტეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები პროტესტის ნიშნად, ხასავიურტ-მახაჩკალის გზატკეცილზე, სოფელ ენდირესთან ახლოს შეიკრიბნენ.
გაისმა გამართხილებელი გასროლის ხმაც.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.