თეგი: დაშავებულები

გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რაიონში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა. ტორნადომ ასამდე შენობას სახურავები გადახადა და დიდი რაოდენობით ავტომობილები დააზიანა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.  

თბილისში, აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები

იერუსალიმში, რამოტის რაიონში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები.  ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდებულია 12 ადამიანი, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.  დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.     

ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.  

საგარეჯოში თავდასხმის დროს დაჭრილი 24 წლის ბიჭის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა - ექიმი

ერთი პაციენტი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.  საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია "ორის მდგომარეობა, რომელიც განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, დილისათვის, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე არის, თუმცა ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით", - თქვა ექიმმა. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.