თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
ამასთან, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.