ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.