თეგი: დივერსია

საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი დანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრისას განიხილებოდა ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენზე მომხდარი დივერსია. „ჩვენ განვიხილეთ NATO-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. უცხოელი ლიდერები იზიარებენ სტოლტენბერგის შეფასებას. შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Nord Stream-ის გაზსადენზე გაჟონვა, მიზანმიმართულ ქმედებებად განიხილება. „ჩვენ გვაქვს შვედური დაზვერვის ინფორმაცია, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიასთან კონტაქტების დროს და ამის საფუძველზე დავასკვენით, რომ ეს, ალბათ, მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ, საუბარია დივერსიაზე", - განაცხადა ანდერსონმა. თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული Nord Stream 1 და 2 გაზსადენების დაზიანების გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში. „უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ინციდენტები შემთხვევითი არ არის და ყველას გვეხება. ყველა არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს გაჟონვა არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სრული სიცხადის შეტანაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა. ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ჩვენი გამძლეობის გაზრდის მიზნით. ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი მიზანმიმართული დარღვევა ყოვლად მიუღებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს ბორელი. ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანების შესახებ ცნობები მედიამ 27 სექტემბერს გაავრცელა.

The Times: რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა

„რუსეთის სავარაუდო დივერსიული თავდასხმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რამაც გამოიწვია დიდი აფეთქებები ბალტიის ზღვაში, ალბათ, წინასწარ იყო განზრახული და დაგეგმილი", იტყობინება გაზეთი Times-ი 28 ბრიტანეთის თავდაცვის თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით. Times-ის ცნობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ზღვაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა მის ამოქმედებამდე კვირებით ადრე. დაზიანება პირველად 26 სექტემბერს აღმოაჩინეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, გაჟონვა გამოწვეული იყო მიზანმიმართული დივერსიით, სავარაუდოდ, სახელმწიფო აქტორის მიერ. ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს. თუმცა დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ივარაუდა, რომ გემების დაფიქსირება არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის მიერ არის გამოწვეული, რადგან რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში. საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროპაში Nord Stream 1-ით, რომელმაც 2021 წელს, 59,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „გაზპრომმა“ 2022 წლის 31 აგვისტოს შეწყვიტა და მიზეზად საჭირო ტექნიკური სამუშაო დაასახელა.  

შვედეთის სანაპირო დაცვამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე მეოთხე გაჟონვა დააფიქსირა

შვედეთის სანაპირო დაცვამ Nord Stream გაზსადენზე გაზის მეოთხე გაჟონვა დააფიქსირა. იუწყება Reuters-ი გაზეთ Svenska Dagbladet-ზე დაყრდნობით. „ოთხიდან ორი გაჟონვა მოხდა შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში“, განუცხადა გაზეთს შვედეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა ჯენი ლარსონმა. კიდევ ორი ​​გაჟონვა დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაფიქსირდა. შვედეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მეოთხე გაჟონვა Nord Stream 2 მილსადენზე, მეზობელ Nord Stream 1 მილსადენზე ნაპოვნი უფრო დიდი ხვრელის სიახლოვეს მოხდა. „რუსეთის სავარაუდო დივერსიული თავდასხმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რამაც გამოიწვია დიდი აფეთქებები ბალტიის ზღვაში, ალბათ, წინასწარ იყო განზრახული და დაგეგმილი", იტყობინება გაზეთი Times-ი 28 ბრიტანეთის თავდაცვის თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით. Times-ის ცნობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ზღვაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა მის ამოქმედებამდე კვირებით ადრე. დაზიანება პირველად 26 სექტემბერს აღმოაჩინეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, გაჟონვა გამოწვეული იყო მიზანმიმართული დივერსიით, სავარაუდოდ, სახელმწიფო აქტორის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს. თუმცა დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ივარაუდა, რომ გემების დაფიქსირება არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის მიერ არის გამოწვეული, რადგან რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში.

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა

შვედეთის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველი ორგანოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream1-სა და Nord Stream2-ის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს“. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა  მანამდე დასავლურმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთისა და დანიის სანაპიროებთან Nord Stream1-ის გაზსადენის მონაკვეთზე აფეთქების დღეს, დივერსიის ზონაში რუსული ხომალდები და წყალქვეშა ნავები შენიშნეს. სპეცსამსახურების და დასავლური მთავრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ადასტურებს რუსეთის ჩარევას დივერსიაში, მაგრამ ეჭვს ბადებს. დასავლური დაზვერვა პუტინის გამოთვლას ასე ხსნის: ევროპისთვის განკუთვნილი გაზის გაჟონვა კიდევ უფრო გაზრდის ენერგეტიკულ ფასებს ევროპაში და ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მოსთხოვს მთავრობებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია და დაიწყონ ბიუჯეტის ფულის დახარჯვა საშინაო საჭიროებებზე და თანხები აღარ მიმართონ უკრაინისკენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებებს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

რკინიგზის გადასასვლელზე დივერსიის ბრალდებით, 25 წლის კაცი დააკავეს რუსეთში, ბრიანსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, 25 წლის კაცი რკინიგზის გადასასვლელზე დივერსიის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ცნობილია, რომ დაკავებული ქალაქ სუროჟის მკვიდრია. სხვა დეტალები არ ვრცელდება ბრიანსკის რეგიონი ესაზღვრება უკრაინას, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა ომი გასული წლის თებერვალში დაიწყო.  

გერმანიაში გაზსადენის დივერსიას იძიებენ

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ დივერსიას. პროკურატურა მომხდარის ყველა ვერსიას განიხილავს. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში გაზსადენის მშენებლობა რამდენჯერმე დაბრკოლდა ეკოაქტივისტების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო. ტრასა გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს შეადგენს. მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს მცურავ ტერმინალს, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერების მიღებისთვის არის განკუთვნილი. საწარმო Gasunie Deutschland GmbH & Co. KG-მ იანვრის დამდეგს განაცხადა დაზიანების შესახებ, მაგრამ მომხდარის მასშტაბები არ იყო ცნობილი. Der Spiegel-ის ცნობით, უცნობმა პირებმა გაზსადენში მინიმუმ რვა ათმილიმეტრიანი ხვრელი გაბურღეს. დაზიანება სხვადასხვა ადგილას მდებარეობს ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე. ნოემბრის ბოლოს გაზის საცდელი გადატუმბვისას საწარმომ გამოავლინა, რომ გარეშე ჩარევის შედეგად დარღვეულია ჰერმეტულობა, და მაშინვე პოლიციას შეატყობინა ამის შესახებ. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს.  დაზიანებისთვის გამოიყენეს პროფესიონალური მოწყობილობა, მათ შორის, სპეციალური მცირეკალიბრიანი ბურღები, იტყობინებიან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის სისხლის სამართლის პოლიციის გამომძიებლები. გაზსადენი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე გადის. ფოლადის მილს თავდაპირველად არ ეტყობოდა ხვრელები, ვინაიდან გაბურღვის შემდეგ ისინი კვლავ დაფარეს გარსით. ექსპლუატაციის დაწყება 2023 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ ამ ფედერალურ მხარეში ძლიერი წყალდიდობების გამო მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება. ბრუნსბიუტელის გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი რიგით მესამეა გერმანიაში. გაზის პირველ ტანკერს უკვე იანვარში მოელიან. ამ გზით ტრანსპორტირებულმა გაზმა უნდა შეცვალოს მილსადენის გაზი, რომელსაც ქვეყანა 2022 წლამდე იღებდა რუსეთიდან.