თეგი: ენერგოატომი

მოლდოვა, უკრაინული „ენერგოატომისგან“ ელექტროენერგიის შესყიდვას იწყებს

უკრაინაში, ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი NNEGC "Energoatom"-ი, 4 ივნისიდან მოლდოვას ელექტროენერგიას მიაწვდის, რითაც ქვეყანა რუსული ენერგორესურსების ნაწილს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება. NNEGC Energoatom-მა საექსპორტო ხელშეკრულება მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-თან გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად, „ენერგოტომი“ გეგმავს ივნისში მოლდოვისთვის 85,2 ათასი მეგავატ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებას 1 მგვტ/სთ-ზე 77 აშშ დოლარის ფასად“, - ნათქვამია ანგარიშში. ექსპორტის წყალობით „ენერგოტომი“ მიიღებს დამატებით წყაროს სპეციალური ვალდებულებების დაფინანსებისთვის (SSO), რომლის მეშვეობითაც უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ „ენერგოტომს“ აქვს ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის გაზრდის დიდი პოტენციალი, ამიტომ მისი ექსპორტი მოლდოვაში, შემდეგ კი ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, კომპანიის სავაჭრო საქმიანობას უაღრესად პერსპექტიულს გახდის.  

ენერგოატომი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბოლო რეაქტორი გამორთულია

უკრაინის სახელმწიფო ოპერატორის განცხადებით, ზაპოროჟიეში, ქარხნის მეექვსე და ბოლო მოქმედი რეაქტორი ქსელიდან გამთენიისას გაითიშა. მისივე განმარტებით, „უსაფრთხოების ღონისძიების“ ფარგლებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად დაიხურა. „მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად“, - ნათქვამია განცხადებაში. IAEA-ის ანგარიში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დაფიქსირდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული ძალების კონტროლქვეშ მარტიდან იმყოფება, ოპერირებას უკრაინული პერსონალი უზრუნველყოფს. 6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს. IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.  

ენერგოატომი: ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა

კომპანია Energoatom-მა, რომელიც უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს მართავს, განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. IAEA-ს ხელმძღვანელი: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა მურაშოვი გაათავისუფლეს. „იგორ მურაშოვი ახლა უსაფრთხოდ არის და იმყოფება ზაპოროჟიეს ZNPP გარე კრიზისულ ცენტრში“. Energoatom-ის ინფორმაციით, მურაშოვი „საგანგებო სიტუაციის საჯაროობისა და IAEA-ს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის მნიშვნელოვანი ძალისხმევის გამო გაათავისუფლეს, რომელმაც ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა". რუსმა სამხედროებმა მურაშოვი 30 სექტემბერს ZNPP-დან ენერგოდარისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა გააჩერეს და სადგურის დირექტორი თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ კვირას, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან მურაშოვის დაკავების საკითხი განიხილა.  

ენერგოატომი: რუსეთის ძალებმა კვლავ გაიტაცეს ზაპოროჟიეს ქარხნის თანამშრომლები

სახელმწიფო ბირთვული კომპანია Energoatom-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოკუპირებულ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკა გაიტაცეს. ოფიციალური პირების თქმით, არაფერია ცნობილი მუშების ადგილსამყოფელისა და მათი მდგომარეობის შესახებ.  დაახლოებით ერთი კვირის წინ, 11 ოქტომბერს, Energoatom-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა გაიტაცეს ქარხნის უფროსის მოადგილე ვალერი მარტინიუკი, დააკავეს  გაურკვეველ ადგილას და სავარაუდოდ, აწამეს. მანამდე, 30 სექტემბერს, რუსულმა ძალებმა ასევე გაიტაცეს ქარხნის ხელმძღვანელი იგორ მურაშოვი, როდესაც ის სახლში მიდიოდა. სამ დღეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მურაშოვი სახლში „უვნებლად დააბრუნეს“.