მოლდოვა, უკრაინული „ენერგოატომისგან“ ელექტროენერგიის შესყიდვას იწყებს

უკრაინაში, ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი NNEGC "Energoatom"-ი, 4 ივნისიდან მოლდოვას ელექტროენერგიას მიაწვდის, რითაც ქვეყანა რუსული ენერგორესურსების ნაწილს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება.

NNEGC Energoatom-მა საექსპორტო ხელშეკრულება მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-თან გააფორმა.

ხელშეკრულებების თანახმად, „ენერგოტომი“ გეგმავს ივნისში მოლდოვისთვის 85,2 ათასი მეგავატ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებას 1 მგვტ/სთ-ზე 77 აშშ დოლარის ფასად“, - ნათქვამია ანგარიშში.

ექსპორტის წყალობით „ენერგოტომი“ მიიღებს დამატებით წყაროს სპეციალური ვალდებულებების დაფინანსებისთვის (SSO), რომლის მეშვეობითაც უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება.

პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ „ენერგოტომს“ აქვს ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის გაზრდის დიდი პოტენციალი, ამიტომ მისი ექსპორტი მოლდოვაში, შემდეგ კი ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, კომპანიის სავაჭრო საქმიანობას უაღრესად პერსპექტიულს გახდის.