სახელმწიფო ბირთვული კომპანია Energoatom-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოკუპირებულ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკა გაიტაცეს.
ოფიციალური პირების თქმით, არაფერია ცნობილი მუშების ადგილსამყოფელისა და მათი მდგომარეობის შესახებ.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, 11 ოქტომბერს, Energoatom-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა გაიტაცეს ქარხნის უფროსის მოადგილე ვალერი მარტინიუკი, დააკავეს გაურკვეველ ადგილას და სავარაუდოდ, აწამეს.
მანამდე, 30 სექტემბერს, რუსულმა ძალებმა ასევე გაიტაცეს ქარხნის ხელმძღვანელი იგორ მურაშოვი, როდესაც ის სახლში მიდიოდა. სამ დღეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მურაშოვი სახლში „უვნებლად დააბრუნეს“.