თეგი: ვიზიტორები

2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ივლისში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% მეტია.   ტურიზმის ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა (410 179) სახმელეთო საზღვრით შემოვიდა, 181 574 ვიზიტი - საჰაერო გზით, 4 348 ვიზიტი - სარკინიგზო, ხოლო 1 786 - საზღვაო გზით განხორციელდა.  ივლისში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგი:1. რუსეთი - 156 737 ვიზიტი;2. სომხეთი - 103 906 ვიზიტი;3. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;4. საუდის არაბეთი - 27 712 ვიზიტი;5. საქართველო (არარეზიდენტები) – 24 278 ვიზიტი;6. ისრაელი - 22 684 ვიზიტი;7. ბელარუსი - 20 773 ვიზიტი;8. ყაზახეთი - 19 258 ვიზიტი;9. უკრაინა - 18 711 ვიზიტი;10. აზერბაიჯანი - 14 282 ვიზიტი;11. ირანი - 11 787 ვიზიტი;12. ინდოეთი - 7 215 ვიზიტი;13. პოლონეთი - 5 731 ვიზიტი;14. უზბეკეთი - 5 539 ვიზიტი;15. გერმანია - 5 460 ვიზიტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა.2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა.  2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა TOP-15 ქვეყნა1. რუსეთი - 403 886 ვიზიტი;2. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;3. სომხეთი - 299 676 ვიზიტი;4. საქართველო (არარეზიდენტები) – 147 159 ვიზიტი;5. ისრაელი - 107 261 ვიზიტი;6. უკრაინა - 89 614;7. აზერბაიჯანი - 80 680;8. ყაზახეთი - 64 654;9. ბელარუსი - 62 728;10. საუდის არაბეთი - 57 475;11. ირანი - 49 016;12. უზბეკეთი - 27 871;13. ინდოეთი - 26 343;14. გერმანია - 22 378;15. პოლონეთი - 20 812. ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737, ხოლო ივნისში 90 239 ადამიანი შემოვიდა. წინა თვესთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 66 498-ით არის გაზრდილი.  

მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2022 წლის II კვარ­ტალ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა - 147.7 ათა­სი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან და­ფიქ­სირ­და, რაც ვი­ზი­ტო­რე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის 19.3%-ს შე­ად­გენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით. „2022 წლის II კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­რე­ზი­დენ­ტი მოგ­ზა­უ­რე­ბის 1 049.4 ათა­სი შე­მოს­ვლა, რაც 198.7 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. შე­მოს­ვლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, 47.0 პრო­ცენ­ტი, გან­ხორ­ცი­ელ­და 31-50 წლის მოგ­ზა­უ­რე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 922.2 ათა­სი შე­ად­გი­ნა, რაც 176.2 პრო­ცენ­ტით მე­ტია 2021 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. 2022 წლის II კვარ­ტალ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 765.3 ათასს მი­აღ­წია, რაც წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 189.4 პრო­ცენ­ტით არის გაზ­რდი­ლი. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და 749.3 ათა­სი ტუ­რის­ტუ­ლი ტი­პის ვი­ზი­ტი, რაც 145.0 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის 81.8 პრო­ცენ­ტი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ. მხო­ლოდ ექ­სკურ­სან­ტე­ბის წილ­მა 14.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო ვი­ზი­ტო­რე­ბის 3.5 პრო­ცენ­ტი იყო რო­გორც ტუ­რის­ტი, ასე­ვე ექ­სკურ­სან­ტი. 2022 წლის II კვარ­ტალ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, 147.7 ათა­სი, და­ფიქ­სირ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან, რაც ვი­ზი­ტო­რე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის 19.3%-ს შე­ად­გენს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა თურ­ქე­თი 14.9%-იანი წი­ლით, ხოლო მე­სა­მე­ზე - სომ­ხე­თი 12.1%-იანი წი­ლით. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ზი­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის (175.4 ათა­სი), თურ­ქე­თის (158.3 ათა­სი) და სომ­ხე­თის (136.8 ათა­სი) მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ. ვი­ზი­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, 48.5 პრო­ცენ­ტი, მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და 31-50 წლამ­დე ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას. ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მთლი­ა­ნი ვი­ზი­ტო­რე­ბის 37.0 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და 2022 წლის II კვარ­ტალ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ვი­ზი­ტი (52.0 პრო­ცენ­ტი) გან­ხორ­ცი­ელ­და დას­ვე­ნე­ბის, გარ­თო­ბი­სა და რეკ­რე­ა­ცი­ის მიზ­ნით. ვი­ზი­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლის­სა და აჭა­რის ა/რ-ში, შე­სა­ბა­მი­სად, 512.7 ათა­სი და 375.3 ათა­სი ვი­ზი­ტი. 2022 წლის II კვარ­ტალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი­სას გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბამ 6.2 ღამე შე­ად­გი­ნა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის 70.5 პრო­ცენ­ტი წარ­მო­ად­გენ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ვი­ზიტს. 2022 წლის II კვარ­ტალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი­სას გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი 2.3 მი­ლი­არდ ლარს გა­უ­ტოლ­და. ვი­ზიტ­ზე სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯმა 2 440.2 ლარი შე­ად­გი­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.  

საქართველოში, 2022 წლის დეკემბერში, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით, რუსეთიდან კი 306%-ით გაიზარდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 669 005 -ჯერ გადაიკვეთა. აქედან საზღვარი 71%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, 29%-ის შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებმა. საზღვრის კვეთა უმეტესად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემომსვლელთა საერთო რაოდენობა 618 875-ს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 205,6%-ით გაზრდილია. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ თურქეთიდან გადმოკვეთეს. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით გაიზარდა და თურქეთიდან საქართველოში 219 756 პირი შემოვიდა. საქართველოში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით, თურქეთის შემდგომ, მეორეა რუსეთი. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 306%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 131 546 პირი შემოვიდა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის რაოდენობით, ქვეყნების პირველ ექვსეულში თურქეთისა და რუსეთის შემდგომ არის სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები. რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მაჩვენებელს,  2022 წლის დეკემბერში ქვეყნიდან 233 248 პირი გავიდა, ხოლო 249 976 პირი შემოვიდა.