ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ივლისში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% მეტია.
ტურიზმის ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა (410 179) სახმელეთო საზღვრით შემოვიდა, 181 574 ვიზიტი - საჰაერო გზით, 4 348 ვიზიტი - სარკინიგზო, ხოლო 1 786 - საზღვაო გზით განხორციელდა.
ივლისში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგი:
1. რუსეთი - 156 737 ვიზიტი;
2. სომხეთი - 103 906 ვიზიტი;
3. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;
4. საუდის არაბეთი - 27 712 ვიზიტი;
5. საქართველო (არარეზიდენტები) – 24 278 ვიზიტი;
6. ისრაელი - 22 684 ვიზიტი;
7. ბელარუსი - 20 773 ვიზიტი;
8. ყაზახეთი - 19 258 ვიზიტი;
9. უკრაინა - 18 711 ვიზიტი;
10. აზერბაიჯანი - 14 282 ვიზიტი;
11. ირანი - 11 787 ვიზიტი;
12. ინდოეთი - 7 215 ვიზიტი;
13. პოლონეთი - 5 731 ვიზიტი;
14. უზბეკეთი - 5 539 ვიზიტი;
15. გერმანია - 5 460 ვიზიტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა.
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა.
2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა TOP-15 ქვეყნა
1. რუსეთი - 403 886 ვიზიტი;
2. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;
3. სომხეთი - 299 676 ვიზიტი;
4. საქართველო (არარეზიდენტები) – 147 159 ვიზიტი;
5. ისრაელი - 107 261 ვიზიტი;
6. უკრაინა - 89 614;
7. აზერბაიჯანი - 80 680;
8. ყაზახეთი - 64 654;
9. ბელარუსი - 62 728;
10. საუდის არაბეთი - 57 475;
11. ირანი - 49 016;
12. უზბეკეთი - 27 871;
13. ინდოეთი - 26 343;
14. გერმანია - 22 378;
15. პოლონეთი - 20 812.
ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737, ხოლო ივნისში 90 239 ადამიანი შემოვიდა. წინა თვესთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 66 498-ით არის გაზრდილი.