მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2022 წლის II კვარ­ტალ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა - 147.7 ათა­სი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან და­ფიქ­სირ­და, რაც ვი­ზი­ტო­რე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის 19.3%-ს შე­ად­გენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით.

„2022 წლის II კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­რე­ზი­დენ­ტი მოგ­ზა­უ­რე­ბის 1 049.4 ათა­სი შე­მოს­ვლა, რაც 198.7 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. შე­მოს­ვლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, 47.0 პრო­ცენ­ტი, გან­ხორ­ცი­ელ­და 31-50 წლის მოგ­ზა­უ­რე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 922.2 ათა­სი შე­ად­გი­ნა, რაც 176.2 პრო­ცენ­ტით მე­ტია 2021 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

2022 წლის II კვარ­ტალ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 765.3 ათასს მი­აღ­წია, რაც წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 189.4 პრო­ცენ­ტით არის გაზ­რდი­ლი. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და 749.3 ათა­სი ტუ­რის­ტუ­ლი ტი­პის ვი­ზი­ტი, რაც 145.0 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის 81.8 პრო­ცენ­ტი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ. მხო­ლოდ ექ­სკურ­სან­ტე­ბის წილ­მა 14.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო ვი­ზი­ტო­რე­ბის 3.5 პრო­ცენ­ტი იყო რო­გორც ტუ­რის­ტი, ასე­ვე ექ­სკურ­სან­ტი.

2022 წლის II კვარ­ტალ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, 147.7 ათა­სი, და­ფიქ­სირ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან, რაც ვი­ზი­ტო­რე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის 19.3%-ს შე­ად­გენს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა თურ­ქე­თი 14.9%-იანი წი­ლით, ხოლო მე­სა­მე­ზე - სომ­ხე­თი 12.1%-იანი წი­ლით.

შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ზი­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის (175.4 ათა­სი), თურ­ქე­თის (158.3 ათა­სი) და სომ­ხე­თის (136.8 ათა­სი) მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ.

ვი­ზი­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, 48.5 პრო­ცენ­ტი, მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და 31-50 წლამ­დე ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას. ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მთლი­ა­ნი ვი­ზი­ტო­რე­ბის 37.0 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და

2022 წლის II კვარ­ტალ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ვი­ზი­ტი (52.0 პრო­ცენ­ტი) გან­ხორ­ცი­ელ­და დას­ვე­ნე­ბის, გარ­თო­ბი­სა და რეკ­რე­ა­ცი­ის მიზ­ნით. ვი­ზი­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლის­სა და აჭა­რის ა/რ-ში, შე­სა­ბა­მი­სად, 512.7 ათა­სი და 375.3 ათა­სი ვი­ზი­ტი.

2022 წლის II კვარ­ტალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი­სას გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბამ 6.2 ღამე შე­ად­გი­ნა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის 70.5 პრო­ცენ­ტი წარ­მო­ად­გენ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ვი­ზიტს.

2022 წლის II კვარ­ტალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი­სას გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი 2.3 მი­ლი­არდ ლარს გა­უ­ტოლ­და. ვი­ზიტ­ზე სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯმა 2 440.2 ლარი შე­ად­გი­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.