თეგი: თბოელექტროსადგური

რუსეთში, პერმის უმსხვილეს თბოელექტროსადგურში ხანძარია

რუსეთის ფედერაციაში, პერმში, 30 ნოემბერს, შუადღისას აეროპორტის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა.  ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტზე მითითებით იუწყება.  პრომიშლენნაიას ქუჩაზე 103-ში მდებარე თბოელექტროსადგურზე ხანძარი ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე (მოსკოვის დროით 11:00 საათამდე) გაჩნდა, ტელეგრამის 112 არხის ცნობით, ხანძარი შედუღების სამუშაოების დროსგაჩნდა. ობიექტიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. MASH-ის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ორი მათგანი დამწვრობის განყოფილებაშია მოთავსებული, მესამე დაშავებულს კი რეანიმაცია უტარდება. ობიექტი ენერგოკომპანია T Plus-ს ეკუთვნის, რომელიც პერმის ტერიტორიაზე უდიდესი თბოელექტროსადგურია.   

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის როსტოვის ოლქის ნოვოჩერკასკში თერმოელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ელექტროსადგური ოლქისთვის ენერგიის უდიდესი წყაროა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადგურის სახურავს გაუჩნდა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ათობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ელექტროსადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ქარხნის შენობაში გაჩენილი ცეცხლი ლიკვიდირებულია და ობიექტებმა მუშაობა განაახლეს. ადგილობრივი მედია სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და სამი ადამიანი დაშავდა.  

დავითაშვილი: კონკურსი გამოვაცხადეთ 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად ჩატარებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა.   ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს.    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს, მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით, 2 მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში.   ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის“ პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურს ააშენებს. აუქციონის პირობებით, საქართველოში უდიდესი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან  4 წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.  

ბიშკეკში თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება

2 თებერვლის ღამეს, ავარია მოხდა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის თბოელექტროსადგურში, რის გამოც შეიზღუდა ქალაქის მასშტაბით ცხელი წყლით მომარაგება, ხოლო ზოგიერთ რაიონში კი, გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დაეცა. როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება, თბოლელქტროსადგურში მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება. ბიშკეკში, სადაც 970 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 2 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაეცა. ქალაქის ყველა სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, ხოლო საბავშვო ბაღები დაიხურა. ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი დაზარალებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, სხეულის დამწვრობის გამო.