რუსული მედიის ცნობით, რუსეთის როსტოვის ოლქის ნოვოჩერკასკში თერმოელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ელექტროსადგური ოლქისთვის ენერგიის უდიდესი წყაროა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადგურის სახურავს გაუჩნდა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ათობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
ელექტროსადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ქარხნის შენობაში გაჩენილი ცეცხლი ლიკვიდირებულია და ობიექტებმა მუშაობა განაახლეს. ადგილობრივი მედია სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და სამი ადამიანი დაშავდა.