თეგი: მიანმარი

მიანმარში საგანგებო მდგომარეობა ექვსი თვით გახანგრძლივდა

მიანმარის სამხედროებმა, რომლებიც სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობენ ქვეყანაში, რესპუბლიკაში კიდევ ექვსი თვით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ განაცხადეს. წერს Bloomberg-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. ხელმძღვანელობის განცხადებით, ქვეყანას მეტი დრო სჭირდება სტაბილურობის დასაბრუნებლად და არჩევნებისთვის მოსამზადებლად. მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.  

სერგეი ლავროვი მიანმარში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით, მიანმარში ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს მიანმარში სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტია.  სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა მოლაპარაკების დღის წესრიგშია შეხვედრა მიანმარის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელ ნეიპიდოსთან. მხარეებმა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები უნდა განიხილონ.  შეგახსენებთ, ლავროვი მიანმარიდან კამბოჯაში ჩავა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების 55-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.  ლავროვი უკვე შეხვდა თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს მიანმარის დედაქალაქში, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები გმობენ არმიის მიერ, მიანმარის არჩეული ხელისუფლების დამხობას, რუსეთი მიანმარისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია. გაეროს ცნობით მიანმარი „სამოქალაქო ომის მდგომარეობაშია“. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.     

მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ჩინეთის გადაწყვეტილება, გუშინდელ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც სატვირთო მანქანების კოლონა, რომელსაც პროდუქტები გადაჰქონდა, საზღვართან ახლოს ცეცხლის ალში გაეხვა. ჩინეთის სამხედრო წვრთნების მიზანს ჯარების სწრაფი მანევრირების, საზღვრების დაცვისა და შეიარაღების გამოცდა წარმოადგენს. მიანმარის სახელმწიფო მედიამ ინციდენტში აჯანყებულები დაადანაშაულა, ჩინეთმა კი, მომხდარის მიმართ შეშფოთება გამოხატა. 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სამხედრო ხუნტა მართავს. უკანასკნელ პერიოდში ხუნტა აჯანყებულების გახშირებულ კოორდინირებულ შეტევებს ებრძვის, რის შედეგადაც, მიანმარის არმიამ რამდენიმე ქალაქსა და სამხედრო პუნქტზე კონტროლი დაკარგა.  

მიანმარში აჯანყებულებმა ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი აიღეს - Reuters

მიანმარის აჯანყებულთა ალიანსმა ქვეყნის არასტაბილურ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  ლაუკაის დაცემა აჯანყებულთა უკანასკნელი გამარჯვებაა ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა. შეიარაღებული კონფლიქტი სამხედროებსა და მეამბოხე ჯგუფებს შორის მიანმარის ჩრდილოეთში ოქტომბრის ბოლოდან გაიზარდა. მეზობელი ჩინეთი, რომელმაც ხელი შეუწყო ორ მხარეს შორის დიალოგს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა. მიანმარის კოკანგის რეგიონის დედაქალაქი, ლაუკაი აზარტული თამაშებით და აქ მდებარე ონლაინ თაღლითური ოპერაციების ცენტრებით არის ცნობილი. ხუნტის მთავარი მოკავშირე, ჩინეთი ბოლო თვეებში თაღლითური სქემების წინააღმდეგ უმოქმედობის გამო მიანმარის სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. თავდასხმის დაწყებამდე, სამი საძმოს სახელით ცნობილმა ალიანსმა განაცხადა, რომ მისი მთავარი სამიზნე სწორედ თაღლითური ცენტრების გაწმენდა იყო. დეკემბრის ბოლოს ჩინეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ლაუკაის ტერიტორია, უსაფრთხოების რისკების მოტივით. მიანმარის არმიას ათზე მეტი რეგიონული ოპერაციების სარდლობა აქვს, რომლებიც მთელ ქვეყანაშია გავრცელებული.