რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით, მიანმარში ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს მიანმარში სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტია.
მოლაპარაკების დღის წესრიგშია შეხვედრა მიანმარის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელ ნეიპიდოსთან. მხარეებმა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები უნდა განიხილონ.
შეგახსენებთ, ლავროვი მიანმარიდან კამბოჯაში ჩავა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების 55-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ლავროვი უკვე შეხვდა თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს მიანმარის დედაქალაქში, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხებს.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები გმობენ არმიის მიერ, მიანმარის არჩეული ხელისუფლების დამხობას, რუსეთი მიანმარისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია. გაეროს ცნობით მიანმარი „სამოქალაქო ომის მდგომარეობაშია“.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.