მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.
ჩინეთის გადაწყვეტილება, გუშინდელ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც სატვირთო მანქანების კოლონა, რომელსაც პროდუქტები გადაჰქონდა, საზღვართან ახლოს ცეცხლის ალში გაეხვა.
ჩინეთის სამხედრო წვრთნების მიზანს ჯარების სწრაფი მანევრირების, საზღვრების დაცვისა და შეიარაღების გამოცდა წარმოადგენს.
მიანმარის სახელმწიფო მედიამ ინციდენტში აჯანყებულები დაადანაშაულა, ჩინეთმა კი, მომხდარის მიმართ შეშფოთება გამოხატა.
2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სამხედრო ხუნტა მართავს. უკანასკნელ პერიოდში ხუნტა აჯანყებულების გახშირებულ კოორდინირებულ შეტევებს ებრძვის, რის შედეგადაც, მიანმარის არმიამ რამდენიმე ქალაქსა და სამხედრო პუნქტზე კონტროლი დაკარგა.