მიანმარის სამხედროებმა, რომლებიც სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობენ ქვეყანაში, რესპუბლიკაში კიდევ ექვსი თვით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ განაცხადეს. წერს Bloomberg-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. ხელმძღვანელობის განცხადებით, ქვეყანას მეტი დრო სჭირდება სტაბილურობის დასაბრუნებლად და არჩევნებისთვის მოსამზადებლად.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.