თეგი: რიგა

რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს, რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება. მათივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. რიგაში, ავიაკომპანია Air Baltic-ისა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და რიგა-ბათუმის ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ავიაკომპანია Air Baltic რიგადან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ბათუმის მიმართულებაზე მოთხოვნა მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას გეგმავს, რათა ტურისტებმა ბათუმში ჩამოფრენა რიგის გავლით, სამივე ქვეყნიდან შეძლონ. რიგაში გამართულ შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და საქართველოში ლატვიელი ტურისტების შემოყვანის საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე ესწრებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

23 აგვისტოს, რიგის გამარჯვების პარკში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო სამუშაოები ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკთან მოძრაობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბრამდე დაიბლოკება. ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელი განიხილებოდა, 2022 წლის მაისში მიიღეს. მას შემდეგ, რაც 10 მაისს დილით ყვავილები ბულდოზერით ჩამოხსნეს, საბჭოთა სიმღერებით და პრორუსული სიმბოლოების გამოყენებით ძეგლთან სპონტანური აქცია გაიმართა, რამაც ლატვიის საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ლატვიის საეიმმა ძეგლის დანგრევის ნებართვა გასცა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

ლატვია NATO-ს სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ჩატარდება. სწავლებაში ალიანსის წევრი ქვეყნები და მომავალი წევრი შვედეთი მონაწილოებენ. ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, წვრთნების მიზანი, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების უნარის გაუმჯობესებაა. Steadfast Pyramid 2023, 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს არის NATO-ს ტრანსფორმაციის სარდლობისა და ევროპის უმაღლესი მეთაურის მიერ ორგანიზებული წვრთნების პირველი ნაწილია.  მასში უფროსი ოფიცრები მონაწილეობენ. მეორე ნაწილი 10-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდება და მოიცავს ოპერაციული დაგეგმვის სფეროში უფროსი მეთაურების მომზადებას. წვრთნები Steadfast Pyramid და Steadfast Pinnacle ლატვიაში 2011 წლიდან ტარდება. წვრთნების დროს ლატვია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, ასევე ალიანსის სხვა წევრებთან და სტრატეგიულ რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარებს აუმჯობესებს.  

რიგაში, BBC-ის წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა

რიგაში BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტების მიერ შაბათს გამართულ წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა. ამის შესახებ მედია თვითმხილველებზე, მათ შორის, BBC-ის თანამშრომლებზე, დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 23 დეკემბრის გვიან საღამოს, როდესაც რიგის ბარში სტუმრები თითქმის არ იყვნენ, გარდა BBC-ის ჟურნალისტებისა, უცნობმა პირმ rgd-5-ის კლასიფიკაციის ყუმბარის სასწავლო ანალოგი იატაკზე დააგდო. აფეთქებისას არავინ დაშავებულა. სროლის შემდეგ თავდამსხმელი მანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ლატვიის სახელმწიფო პოლიციამ დაადასტურა, რომ 23 დეკემბრის საღამოს რიგაში მდებარე ბარში პიროტექნიკური მოწყობილობა - სასწავლო ხელყუმბარა შეაგდეს. 24 დეკემბრის დილით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოტივი, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი იყო, რომელიც ადრე ბარში მოხდა და მომხდარი არ იყო დაკავშირებული BBC-ის ჟურნალისტების ბარში ყოფნასთან. მომხდართან დაკავშირებით საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.