ლატვია NATO-ს სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ჩატარდება.

სწავლებაში ალიანსის წევრი ქვეყნები და მომავალი წევრი შვედეთი მონაწილოებენ.

ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, წვრთნების მიზანი, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების უნარის გაუმჯობესებაა.


Steadfast Pyramid 2023, 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს არის NATO-ს ტრანსფორმაციის სარდლობისა და ევროპის უმაღლესი მეთაურის მიერ ორგანიზებული წვრთნების პირველი ნაწილია.  მასში უფროსი ოფიცრები მონაწილეობენ.

მეორე ნაწილი 10-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდება და მოიცავს ოპერაციული დაგეგმვის სფეროში უფროსი მეთაურების მომზადებას. წვრთნები Steadfast Pyramid და Steadfast Pinnacle ლატვიაში 2011 წლიდან ტარდება. წვრთნების დროს ლატვია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, ასევე ალიანსის სხვა წევრებთან და სტრატეგიულ რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარებს აუმჯობესებს.