თეგი: სამარხები

ენტონი ბლინკენი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსეთის სიმხეცეები, შესაძლოა, ომის დანაშაული აღმოჩნდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლახან, დეოკუპირებულ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის დამადასტურებელია. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის ბლინკენმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უნდა შეიქმნას მტკიცებულებების ბაზა და მომხდარი სიმხეცეები დოკუმენტებში უნდა აისახოს“. მისი თქმით, „ხშირ შემთხვევაში ჩადენილი სისასტიკე ომის დანაშაულად ჩაითვლება." ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს  ამასთან ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, რადგან ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს და ვაშინგტონი უკვე დგამს შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.  

Maxar Technologies-მა იზიუმის მასობრივი სამარხების სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან გადაღებული სატელიტური ფოტოები, სადაც იზუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხები ჩანს. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე განაცხადა. Maxar Technologies ორ ფოტოს აქვეყნებს. პირველი გადაღებულია 2022 წლის მარტში, მეორე კი აგვისტოში. იზიუმი. 2022 წლის მარტი იზიუმი. 2022 წლის აგვისტო.  როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინებოდა, 16 სექტემბერს, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ  ქალაქ იზიუმის მახლობლად  მშვიდობიანი მოსახლეობის დაახლოებით 445 საფლავი აღმოაჩინეს. ხარკოვის OVA-ს თავმჯდომარის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ცხედრებს შორის, რომლებსაც გუშინ, იზიუმში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ, 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდათ.  

BBC: მარიუპოლის მახლობლად, 1500-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს

ახალი სატელიტური სურათების ანალიზის მიხედვით, მარიუპოლის მახლობლად მდებარე მასობრივ საფლავზე, (ქალაქი მაისიდან რუსეთის სრული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება), 1500-ზე მეტი ახალი საფლავია გათხრილი. ამის შესახებ BBC იტყობინება.  ფოტოებზე ჩანს, რომ სამი მასობრივი საფლავების ფართობები მარიუპოლის მახლობლად, ძველ ყირიმში, მანგუშსა და ვინოგრადნოეში მნისვნელოვნად გაიზარდა.  ინფორმაციის მდგრადობის ცენტრმა Stary Krym-ის სურათი გააანალიზა, და დაასკვნა, რომ 1500-ზე მეტი ახალი საფლავი იქ, ივნისში იყო გათხრილი. ექსპერტების აზრით, ომის დაწყებიდან მოყოლებული მარიუპოლის მახლობლად 4 600-ზე მეტი საფლავია გათხრილი, თუმცა ამ ადგილას დაკრძალულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. მარიუპოლის მცხოვრებმა ტატიანამ, რომელმაც შვილთან კონტაქტი დაკარგა იმ დროს, როდესაც ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, განუცხადა BBC-ს, რომ შვილის მოსაძებნად ამ ზაფხულს ის ვინოგრადნოიეში მარიუპოლის მახლობლად ჩავდიდა, სადაც 800-მდე ახალი საფლავი დათვალა. ქალმა ვინოგრადნოიეში საფლავის ფოტო გადაიღო. „ბევრი საფლავი ამ ადგილას არის მონიშნული პატარა ფირფიტებით ნომრებითა და სქესით, მაგრამ ზედ არაა დატანილი სახელები. „ცხედრების უმეტესობა დაუდგენელია“, - აღნიშნა BBC-თან საუბარში მარიუპოლის მცხოვრებმა.