კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან გადაღებული სატელიტური ფოტოები, სადაც იზუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხები ჩანს. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე განაცხადა.
Maxar Technologies ორ ფოტოს აქვეყნებს. პირველი გადაღებულია 2022 წლის მარტში, მეორე კი აგვისტოში.
იზიუმი. 2022 წლის მარტი
იზიუმი. 2022 წლის აგვისტო.
როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინებოდა, 16 სექტემბერს, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ იზიუმის მახლობლად მშვიდობიანი მოსახლეობის დაახლოებით 445 საფლავი აღმოაჩინეს.
ხარკოვის OVA-ს თავმჯდომარის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ცხედრებს შორის, რომლებსაც გუშინ, იზიუმში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ, 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდათ.