ახალი სატელიტური სურათების ანალიზის მიხედვით, მარიუპოლის მახლობლად მდებარე მასობრივ საფლავზე, (ქალაქი მაისიდან რუსეთის სრული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება), 1500-ზე მეტი ახალი საფლავია გათხრილი.
ამის შესახებ BBC იტყობინება.
ფოტოებზე ჩანს, რომ სამი მასობრივი საფლავების ფართობები მარიუპოლის მახლობლად, ძველ ყირიმში, მანგუშსა და ვინოგრადნოეში მნისვნელოვნად გაიზარდა.
ინფორმაციის მდგრადობის ცენტრმა Stary Krym-ის სურათი გააანალიზა, და დაასკვნა, რომ 1500-ზე მეტი ახალი საფლავი იქ, ივნისში იყო გათხრილი.
ექსპერტების აზრით, ომის დაწყებიდან მოყოლებული მარიუპოლის მახლობლად 4 600-ზე მეტი საფლავია გათხრილი, თუმცა ამ ადგილას დაკრძალულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
მარიუპოლის მცხოვრებმა ტატიანამ, რომელმაც შვილთან კონტაქტი დაკარგა იმ დროს, როდესაც ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, განუცხადა BBC-ს, რომ შვილის მოსაძებნად ამ ზაფხულს ის ვინოგრადნოიეში მარიუპოლის მახლობლად ჩავდიდა, სადაც 800-მდე ახალი საფლავი დათვალა.
ქალმა ვინოგრადნოიეში საფლავის ფოტო გადაიღო. „ბევრი საფლავი ამ ადგილას არის მონიშნული პატარა ფირფიტებით ნომრებითა და სქესით, მაგრამ ზედ არაა დატანილი სახელები. „ცხედრების უმეტესობა დაუდგენელია“, - აღნიშნა BBC-თან საუბარში მარიუპოლის მცხოვრებმა.