თეგი: სევეროდონეცკი

უკრაინა: რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს

რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული LPR-ის ელჩმა რუსეთში როდიონ მიროშნიკმა თავის ტელეგრამ არხზე განაცხადა. მისი თქმით, ქარხნის ტერიტორიას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. თავის მხრივ, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ  რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად სატანკო მანქანა აფეთქდა „აზოტის მჟავა საფრთხის შემცველია ჩასუნთქვის, გადაყლაპვისას და კანთან, ლორწოვან გარსებთან შეხებისას. მჟავის ორთქლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. სუსტი მოწამვლისას ვლინდება ბრონქიტის ნიშნები, ადვილი ბრონქიოლიტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა. მძიმე მოწამვლისას ფილტვის შეშუპება“, - წერს ჰაიდაი. საწარმო "სევეროდონეცკის ასოციაცია აზოტი" არის ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური წარმოება უკრაინაში. ეს არის ერთადერთი საწარმო, რომელიც ძმარმჟავას, მეთანოლს და ვინილის აცეტატს აწარმოებს. საწარმოს პერსონალი დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანია.  

ზელენსკი აშშ-ის მიერ სარაკეტო სისტემების გაგზავნაზე: ეს იარაღი ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენასა და ჩვენი მიწის დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების ახალი დახმარებისთვის, მათ შორის თანამედროვე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს დახმარება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და უკრაინის ტერიტორიის დაცვას უზრენველყოფს.  „შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები იგზავნება ჩვენს ქვეყანაში. ეს იარაღი ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენასა და ჩვენი მიწის დაცვაში. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, შეერთებული შტატების  და ყველა ჩვენი ამერიკელი მეგობრისა და ხალხის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები იგერიებენ რუსეთის თავდასხმას დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო. მისივე ცნობით, უკრაინის ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გაგრძელდა. კიევის ცნობით, რუსული არმია მთელ თავის შესაძლებლობებს იყენებს. ცნობილია, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

სევეროდონეცკში რუსეთის ძალები თავის გეგმას ვერ ახორციელებენ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები დამპყრობლებს სევეროდონეცკში სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ. როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, არასწორია იმის თქმა, თუ რომელ ნაწილს აკონტროლებენ რუსული ჯარები, ვინაიდან ბრძოლა გრძელდება. მისი თქმით, ვითარება დინამიკურია. „რუსები თავიანთ გეგმას ასრულებენ, სურდათ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლა. ჯერჯერობით, ისინი ვერ იცავენ განრიგს და ვერ ახერხებენ ამ გეგმის განხორციელებას“, - თქვა მალიარმა. პრეზიდენტი ზელენსკი 4 ივნისის საღამოს აცხადებდა, რომ დაძაბული ვითარება რჩება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ასევე, ძალიან რთულია ვითარება ლისიჩანსკში, მარინკაში, დონბასის სხვა ქალაქებსა და თემებში, რომლებიც მუდმივ საჰაერო დარტყმებს ექვემდებარება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ სიევიეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქში, ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა გრძელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინის ჯარები სევეროდონეცკში პოზიციებს აძლიერებენ - მერი

სვეროდონეცკში, ლუჰანსკის ოლქში, ვითარება ამჟამად სტაბილურია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციები გააძლიერეს. შესაბამისი განცხადება სევეროდონეცკის მერმა ოლექსანდრ სტრიუკმა გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ყველაფერს აკეთებენ“ ქალაქის დასაცავად. „სტაბილურად მძიმე სიტუაციაა. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს პოზიციები, დაიკავეს ქალაქი და დაიბრუნეს მიწა. მაგრამ ამავე დროს, ბრძოლა არ წყდება. ორკები ანთავსებენ სულ უფრო მეტ ძალას, უამრავ ძალას. საარტილერიო დანაყოფები კონცენტრაციაა, უამრავი ტექნიკაა, მტერი ახორციელებს თავდასხმებს, ჩვენ კი, მათ ვაჩერებთ“, - განაცხადა მერმა. მისივე თქმით, „დამპყრობლები ცდილობენ, მიაღწიონ მიზანს“, მოიპოვონ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან სვეროდონეცკი არის ლუჰანსკის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ამიტომ, მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა". როგორც ცნობილია, რუსული ჯარები ლუჰანსკისა და დონეცკის რაიონებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ, თუმცა ეს მიზანი დღემდე არ არის მიღწეული. სვეროდონეცკში ბრძოლები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს.  

ზელენსკი: უკრაინული დონბასის ბედი სევეროდონეცკში გადაწყდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რადგან იქ წყდება უკრაინული დონბასის ბედი. უკრაინის შს სამინისტრო: ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად სევეროდონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებები რჩება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს „უკვე 105 დღეა, რაც სრულმასშტაბიანი ომია, სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, ვაყენებთ მნიშვნელოვან ზარალს მტერს. ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მადლიერია თითოეული მათგანის, ვინც ამ მიმართულებით უკრაინას იცავს. „ბევრი თვალსაზრისით, სწორედ იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი", - თქვა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.