სვეროდონეცკში, ლუჰანსკის ოლქში, ვითარება ამჟამად სტაბილურია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციები გააძლიერეს. შესაბამისი განცხადება სევეროდონეცკის მერმა ოლექსანდრ სტრიუკმა გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ყველაფერს აკეთებენ“ ქალაქის დასაცავად.
„სტაბილურად მძიმე სიტუაციაა. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს პოზიციები, დაიკავეს ქალაქი და დაიბრუნეს მიწა. მაგრამ ამავე დროს, ბრძოლა არ წყდება. ორკები ანთავსებენ სულ უფრო მეტ ძალას, უამრავ ძალას. საარტილერიო დანაყოფები კონცენტრაციაა, უამრავი ტექნიკაა, მტერი ახორციელებს თავდასხმებს, ჩვენ კი, მათ ვაჩერებთ“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, „დამპყრობლები ცდილობენ, მიაღწიონ მიზანს“, მოიპოვონ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან სვეროდონეცკი არის ლუჰანსკის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ამიტომ, მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა".
როგორც ცნობილია, რუსული ჯარები ლუჰანსკისა და დონეცკის რაიონებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ, თუმცა ეს მიზანი დღემდე არ არის მიღწეული. სვეროდონეცკში ბრძოლები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს.