თეგი: ქვანახშირი

ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსეთის სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. როგორ ჩაანაცვლებს რუსულ ქვანახშირს? ამ თემაზე Eurotime მიმოხილვას გთავაზობთ. ექსპერტების შეფასებით, რუსული ქვანახშირის ჩანაცვლება ევროკავშირისთვის საკმაოდ ძვირი იქნება. 2021 წელს რუსეთიდან ევროკავშირში ქვანახშირის ექსპორტმა 69 მილიონი ტონა შეადგინა. აქედან გერმანიაზე 22,3 მილიონი ტონა მოდის. ევროკავშირის სანქციები რუსეთისთვის - ორი მხარე ვინაიდან ევროკავშირის ქვანახშირის იმპორტის დიდი წილი რუსეთზე მოდის, რომელიც მსოფლიოში ქვანახშირის სიდიდით მესამე ექსპორტიორია, ბლოკს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს სანქციების შემდეგ მიწოდების დეფიციტის შევსება. „ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მოემზადონ ელექტროენერგიის მაღალი ფასებისთვის ამ წლის განმავლობაში, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი ქვანახშირზე დამოკიდებულ ქვეყნებში მთელ კონტინენტზე გავრცელდება კარგად დაკავშირებული ელექტრო ქსელების მეშვეობით“, - ნათქვამია Rystad Energy-ის შენიშვნაში. Rystad Energy-ის ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის ხელმძღვანელის კარლოს ტორეს დიასის თქმით, ევროკავშირის უახლესი სანქციები „ორლესული მახვილია“. „რუსული ქვანახშირის ექსპორტი წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს შეადგენს და ევროპის ენერგეტიკულ ბალანსში რუსული ნედლეულის მარტივი და ეკვივალენტური ჩანაცვლება არ არსებობს. ევროპელი მომხმარებლები, მსხვილი კომპანიებიდან დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული, უნდა ელოდონ მაღალ ფასებს 2022 წლის ბოლომდე, რადგან ქვანახშირი და გაზი საჭიროა კონტინენტის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,” - თქვა მან. რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ნედლეულის ფასების ზრდისა და შეზღუდული მიწოდების ფონზე API2 Rotterdam Coal Futures მონაცემებით, ევროპული ქვანახშირის ფასების საორიენტაციო მაჩვენებელმა, მაისის კონტრაქტებში ტონაზე $300-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო სამ კვირაში სანქციების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. Rystad Energy-მის შეფასებით, შეზღუდული ბაზრის გამო, საკმაოდ რთულია ქვანახშირის მიწოდების ალტერნატიული წყაროების პოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მეტი გადაიხადონ თავიანთი პორტებისთვის მოქნილი მიწოდების წყაროების მოსაზიდად. „საზღვაო თერმული ქვანახშირის მომწოდებლებმა უკვე ამოწურეს თავი ექსპორტის მოცულობების თვალსაზრისით. ამიტომ რუსეთში დეფიციტის შესავსებად ნახშირის რეალური დეფიციტია. აშშ შეიძლება იყოს ქვანახშირის პოტენციური ექსპორტიორი ევროპაში, მაგრამ არა საჭირო რაოდენობით„- ნათქვამია Rystad Energy ანგარიშში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით, ქვანახშირის მსოფლიო მოპოვება ვერ ეწევა 2021 წლის მოთხოვნებს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, რაც გამოიწვევს მარაგების შემცირებასა და ფასების ზრდას. ქვანახშირის მთლიანმა გლობალურმა წარმოებამ 2020 წელს - 7,560 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 7 889 მილიონი ტონა. ჩინეთში ქვანახშირის წარმოება 2021 წელს შეადგენდა 3 925 მილიონ ტონას, ინდოეთში 793 მილიონ ტონას, ინდონეზიაში 576 მილიონ ტონას და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ავსტრალიაში 470 მილიონ ტონას. აშშ-ში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 528 მილიონი ტონაა, რუსეთში 429 მილიონი ტონა, ხოლო 329 მილიონი ტონა ევროკავშირზე მოდის. „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით ქვანახშირის წარმოება რუსეთში 2024 წელს 445 მილიონ ტონს მიაღწევს, 2024 წლისთვის მოსალოდნელია მოპოვების 44 მილიონი ტონით შემცირება. აშშ-ს და ევროკავშირში მოპოვება 82 მილიონი ტონით შემცირდება. ევროკომისიის ვებგვერდის მიხედვით, ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტის 45%-ი რუსეთზე მოდის. თუმცა, ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის ანალიზის მიხედვით, დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს თერმული ნახშირის იმპორტზე, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ევროკავშირის მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირი ელექტროენერგიის დაახლოებით 15%-ს ნახშირისგან გამოიმუშავებს. ევროკავშირში ქვანახშირის მოპოვების კლების ტენდენცია კლიმატის დაცვასა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რუსული ქვანახშირის იმპორტის ზრდა ევროკავშირის ბაზარზე გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და აშშ ევროკავშირში 1990-იან წლებში ქვანახშირის მსხვილი იპორტიორები იყვნენ, რუსეთმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ სეგმენტში დეფიციტის შესავსებად. მონაცემები, რომელიც გამოცემა  Anadolu-მ IEA-დან  ( ენერგეტიკის ინფორმაციის მართვის ადმინისტრაცია, აშშ) მიიღო აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთმა ევროკავშირში 262 მილიონი ტონა ქვანახშირის იმპორტი განახორციელა, ზრდა 7%-ია. ვინ არიან რუსული ქვანახშირის მსხვილი იმპორტიორები 2022 წლის 3 თვის მონაცემები: ჩინეთი -  62,8 მილიონი ტონა; ევროკავშირი - 69 მილიონი ტონა; გერმანია - 22,3 მილიონი ტონა; ნიდერლანდები - 15,8 მილიონი ტონა; პოლონეთი - 9,1 მილიონი ტონა; იტალია - 5,9 მილიონი ტონა; ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით IEA-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ინდონეზიას ქვანახშირის ექსპორტის მიმართულებით ყველზე მაღალი პოტენციალი აქვს. მოპოვებამ 2021 წელს 440 მილიონი ტონა შეადგინა. მეორეა ავსტრალია 376 მილიონი ტონა. ექსპერტების შეფასებით, 2024 წლისთვის ინდონეზიაში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი 415 მილიონ ტონამდე დაეცემა, ხოლო ავსტალიაში ექსპორტი376 მილიონი ტონიდან 288 მილიონამდე შემცირდება. აშშ-ს საექსპორტო სიმძლავრე (ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე მეოთხე მოთამაშეა) 2021 წელს 80 მილიონი ტონა იყო. 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 57 მილიონამდე შემცირდება. ასევე დაეცემა სამხრეთ აფრიკისა და კოლუმბიის საექსპორტო სიმძლავრე 63 მილიონი ტონიდან -54 მილიონამდე; კოლუმბია (72 მილიონი ტონიდან -58 მილიონამდე). ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე რუსული ქვანახშირის წილი მაღალია, მისი ჩანაცვლება მაინც შესაძლებელია. „აღსანიშნავია, რომ გერმანიის „ქვანახშირის იმპორტიორთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ რუსული ქვანახშირი რამდენიმე თვეში ჩანაცვლდება. თუმცა, გაურკვეველია, რა სახის ქვანახშირის ბუფერს უზრუნველყოფს ევროკავშირში გარდამავალ ეტაპზე. პორტები რუსეთის იმპორტს დაახლოებით სამი კვირა დაფარავს, მაგრამ ელექტროსადგურების საწყობებში მეტი ნედლეული უნდა დარჩეს“, - ნათქვამია IEA-ს ანალიზში.

პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, კანონი კრძალავს პოლონეთის ტერიტორიაზე ქვანახშირისა და კოქსის იმპორტს რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიიდან. კონტროლზე პასუხისმგებელი იქნება საბაჟო და საგადასახადო სამსახურის უფროსი, რომელსაც ექნება საქონლის ჩამორთმევისა და კონფისკაციის მოთხოვნის უფლებამოსილება. ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც დაარღვევენ აკრძალვას, ემუქრებათ ჯარიმა 20 მილიონ ზლოტამდე. დაზარალებულ სუბიექტებს აუნაზღაურდებათ სანქციით გამოწვეული ზარალი. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

Financial Times: EU-ში რუსული ნახშირის ექსპორტი, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკამ ჩაანაცვლოს

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ნახშირი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ექსპორტმა ჩაანაცვლოს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მაღალი კორუფციის გამო ქვანახშირის ევროკავშირის ბაზარზე გადასაზიდად საკმარისი ვაგონები არ არის. რუსულ ნახშირზე ევროკავშირის ემბარგოსა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე განაცხადის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ნედლეულის ფასი გაორმაგდა. ამასთან EU შეეცდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ნახშირის მოხმარება გაზარდოს. სამხრეთ აფრიკის ნახშირი, ევროკავშირის ბაზარზე რუსულის ალტერნატივად განიხილება, თუმცა გასულ თვეში, ქვეყანამ მხოლოდ 2,9 მილიონი ტონის ექსპორტი შეძლო. ამ ტემპით წლიური მაჩვენებელი, შესაძლოა 40 მილიონ ტონას გაუტოლდეს. სარკინიგზო ხაზით ერმელოდან რიჩარდს-ბეიში 77 მილიონი ტონა ნახშირის გადაზიდვაა შესაძლებელი, პორტში კი 91 მილიონი ტონის. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კომპანიების ცნობით, გასულ წელს ნახშირის მომპოვებლებმა $2 მილიარდი დაკარგეს, იმის გამო, რომ ნედლეულის ექსპორტი ვერ განახორციელეს. ახლა ვაგონების საკითხზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოლაპარაკებას ჩინეთთან აწარმოებს, რათა ევროკავშირისთვის ნედლეულის მიწოდება შეძლოს. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან.  Bloomberg: ევროკომისიამ შესაძლოა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადადოს როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აარიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. ყველაზე მეტად რუსული ნავთობის ემბარგოს, უნგრეთი ეწინააღმდეგება. 

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. გასულ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან 7,42 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.  2021 წლის ივნისსა და ივლისში ქვანახშირის იმპორტმა შესაბამისად 6,12 მლნ ტონა და 6,49 მლნ ტონა შეადგინა. რუსეთის „შავი ოქროს“ წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის წინ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ ქვანახშირს შესყიდვას თავი აარიდეს. აკრძალვამ რუსეთი აიძულა, ქვანახშირი ფასდაკლებით ჩინეთისა და ინდოეთისთვის მიეყიდა. 1 ტონა რუსული თერმული ქვანახშირი (5500 კილოკალორიის (კკალ) კალორიული ღირებულებით), ივლისის ბოლოს დაახლოებით $150 ღირდა. იმავე ხარისხის ქვანახშირი ავსტრალიის პორტში ნიუკასლში ტონაზე $210-ზე მეტად შეფასდა.  შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა.   

ევროკავშირის სანქციების გამო, რუსული ქვანახშირის საზღვაო ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა - Bloomberg

რუსული ნახშირის ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საფუძველზე, ევროკავშირმა ნედლეულის იმპორტი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აკრძალა. პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს Bloomberg-ის ცნობით, რუსული უმსხვილესი კომპანია Suek აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვანახშირის ექსპორტს ვეღარ ახერხებს. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს რუსეთი მსოფლიოში, ქვანახშირის სამ უმსხვილეს ექსპორტიორთაგან ერთ-ერთია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო მარაგის დაახლოებით 17%-ს. ქვანახშირის მრეწველობა რუსეთის ეკონომიკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. როდესაც რუსეთმა თავისი ქვანახშირი აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში გადაიტანა, ექსპორტიორებმა, როგორიცაა ავსტრალია, ევროპაში რუსული ნედლეული ჩაანაცვლეს. რამაც, მიმდნარ წელს ფასების 10-ჯერ ზრდა გამოიწვია.   

დიდ ბრიტანეთში 30 წლის განმავლობაში პირველად, ქვანახშირის ახალი მაღარო აშენდება

30 წლის განმავლობაში პირველად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ახალი ქვანახშირის მაღაროს აშენების ნებართვა გასცა, იტყობინება BBC დასახლების მინისტრ მაიკლ გოვზე დაყრდნობით. საუბარია ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კუმბრიის საგრაფოში უაიტჰავენის ნახშირის მაღაროზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტი 2020 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, მაგრამ ოპოზიციისა და გარემოსდამცველების კრიტიკის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროექტის განხოერციელება გადადო. პროექტის მხარდამჭერებმა მაღაროს გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და უცხოეთიდან ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობით გაამართლეს. მათ შორის რუსული ნახშირის წინააღმდეგ სანქციების ფონზე. რუსეთის ფედერაციიდან ნახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან აიკრძალა. რუსული ნახშირი ბრიტანეთის იმპორტის 27%-ს შეადგენდა.   

ყაზახეთმა აზიაში ქვანახშირის ექსპორტი გაზარდა, რუსეთში კი, მიწოდება შეამცირა

ყაზახეთმა აზიის ქვეყნებში ქვანახშირის ექსპორტი გაზარდა, ხოლო მიწოდება ევროკავშირსა და რუსეთში შეამცირა. ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის ნახშირის ექსპორტი აზიაში გასულ წელს გაიზარდა 2,5-ჯერ და 5,8 მილიონ ტონამდე, მათ შორის ჩინეთში 52-ჯერ 0,762 მილიონ ტონამდე, ინდოეთში - ხუთჯერ 0,442 მილიონ ტონამდე, უზბეკეთში - სამჯერ 3,1 მილიონ ტონამდე. ინდონეზიაში 0,12 მილიონ ტონაზე მეტი გაიგზავნა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ასეთი გადაზიდვები არ ყოფილა. ჩინეთი გასულ წელს გახდა ქვანახშირის მთავარი მყიდველი მსოფლიოში, გაზარდა იმპორტი რეკორდულ 474,42 მილიონ ტონამდე, რადგან მოთხოვნილება Covid-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგა. ჩინეთის წილი მსოფლიო იმპორტიორებს შორის 2023 წელს 32% იყო, ინდოეთი - 17%, იაპონია - 11%. ქვანახშირის მიწოდება რუსეთის ფედერაციაში ყაზახეთიდან 2023 წელს 12%-ით შემცირდა წლიურ 17,7 მილიონ ტონასთან შედარებით, 2022 წლის აგვისტოში ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ შიდა ბაზარზე რუსული ნახშირის მიწოდების ზრდის გამო. ყაზახეთმა 2023 წელს ნახშირის მიწოდება ევროკავშირში 3%-ით შეამცირა. რუსულ ნახშირზე ევროპული ემბარგოს შემოღების შემდეგ, ყაზახეთი გახდა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული მარაგი ევროკავშირის ბაზარზე შეცვალა.