რუსული ნახშირის ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საფუძველზე, ევროკავშირმა ნედლეულის იმპორტი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აკრძალა.
Bloomberg-ის ცნობით, რუსული უმსხვილესი კომპანია Suek აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვანახშირის ექსპორტს ვეღარ ახერხებს.
რუსეთი მსოფლიოში, ქვანახშირის სამ უმსხვილეს ექსპორტიორთაგან ერთ-ერთია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო მარაგის დაახლოებით 17%-ს. ქვანახშირის მრეწველობა რუსეთის ეკონომიკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
როდესაც რუსეთმა თავისი ქვანახშირი აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში გადაიტანა, ექსპორტიორებმა, როგორიცაა ავსტრალია, ევროპაში რუსული ნედლეული ჩაანაცვლეს. რამაც, მიმდნარ წელს ფასების 10-ჯერ ზრდა გამოიწვია.