პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება.
ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, კანონი კრძალავს პოლონეთის ტერიტორიაზე ქვანახშირისა და კოქსის იმპორტს რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიიდან. კონტროლზე პასუხისმგებელი იქნება საბაჟო და საგადასახადო სამსახურის უფროსი, რომელსაც ექნება საქონლის ჩამორთმევისა და კონფისკაციის მოთხოვნის უფლებამოსილება.
ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც დაარღვევენ აკრძალვას, ემუქრებათ ჯარიმა 20 მილიონ ზლოტამდე. დაზარალებულ სუბიექტებს აუნაზღაურდებათ სანქციით გამოწვეული ზარალი.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს.
8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.
ასევე წაიკითხეთ
იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს
ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს