რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გასულ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან 7,42 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. 2021 წლის ივნისსა და ივლისში ქვანახშირის იმპორტმა შესაბამისად 6,12 მლნ ტონა და 6,49 მლნ ტონა შეადგინა.
რუსეთის „შავი ოქროს“ წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის წინ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ ქვანახშირს შესყიდვას თავი აარიდეს. აკრძალვამ რუსეთი აიძულა, ქვანახშირი ფასდაკლებით ჩინეთისა და ინდოეთისთვის მიეყიდა.
1 ტონა რუსული თერმული ქვანახშირი (5500 კილოკალორიის (კკალ) კალორიული ღირებულებით), ივლისის ბოლოს დაახლოებით $150 ღირდა. იმავე ხარისხის ქვანახშირი ავსტრალიის პორტში ნიუკასლში ტონაზე $210-ზე მეტად შეფასდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა.