თეგი: ქორწინება

პოლიციამ ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს. "დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა. გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს. გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დღეიდან, ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება

დღეიდან, პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში, ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.   საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი 135 ლარი. მანამდე იმავე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი, ჩვეულებრივ დღეებში კი 90 ლარი ღირდა. ამასთან, სერვისების სააგენტოს ფილიალს გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 170 ლარი ღირდა, დღეიდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.   

საქსტატი: 2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა

2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. "საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი. 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480)", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: 2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - საქსტატი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა  

საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულება ან პირის დაყოლიება დანაშაულად ცხადდება - კანონპროექტი

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი დებულება ემატება, რომელიც დანაშაულად აცხადებს საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულებას და პირის დაყოლიებას, თუ ამას მოჰყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები. აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას. კანონპროექტის მიხედვით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულების მიზნით პირის დაყოლიება საქართველოში შემოსასვლელად, თუ ამას მოჰყვა ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული ქმედებები, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამასთან, ცვლილებებით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არაერთგზის; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება. წყარო - საზოგადოებრივი მაუწყებელი

ილჰამ ალიევის ვაჟი დაქორწინდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვაჟმა, ჰეიდარ ალიევმა ოჯახი შექმნა. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „გუშინ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ ჩვენი შვილის ჰეიდარის ქორწილი. ბედნიერი ვარ, რომ ახლა მესამე ქალიშვილი გვყავს! როგორც ყველა მშობელს, ვუსურვებთ ჩვენს შვილს დიდხანს და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას! დაე, ალაჰმა დალოცოს ახალგაზრდა ოჯახი. და დაეხმარეთ ერთმანეთის მეგობრის სიყვარულისა და პატივისცემის შენარჩუნებას წლების განმავლობაში! იყავით ბედნიერი!" - წერს მეჰრიბან ალიევა Instagram-ზე.   

ინდონეზიის პარლამენტმა, ქორწინების გარეშე სექსისთვის, პატიმრობა დაამტკიცა

ინდონეზიის პარლამენტმა მიიღო ახალი სასჯელაღსრულების კოდექსი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქორწინების გარეშე სექსისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით დაისჯება მიღებული ცვლილებების მიხედვით, ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში პირებს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ. ინდონეზიის ხელისუფლებამ ძველი კოდექსიდან ახალზე გადასასვლელად სამი წელი განსაზღვრა. ახალი კოდექსი ვრცელდება ინდონეზიის მოქალაქეებზე და უცხოელებზე. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ასევე კრძალავს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეროვნული იდეოლოგიის შეურაცხყოფას, ასევე კონტრაცეპტივების პოპულარიზაციას. პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. ახალი კოდექსი ჩაანაცვლებს კანონმდებლობას, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც ინდონეზიამ 1945 წელს ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბოლოს შესწორებული სისხლის სამართლის კოდექსის მიღება 2019 წელს სცადეს, მაგრამ მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა პროტესტის ფონზე მის ხელმოწერაზე უარი თქვა.  

შალვა პაპუაშვილი: ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი - 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება. ამის შესახებ მან ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა. „2017 წელს უკვე გამყარდა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირი. რაც ახლა, ამ ცვლილებით ხდება, არის ერთი - სხვა ქვეყნებშიც იყო ეს ჩანაწერები კონსტიტუციებში, თუმცა ალტერნატივად სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბდა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება, სამართლებრივი ფორმა, რომელიც, ფაქტობრივად, იმავე სამართლებრივ განზომილებაში აყენებდა ამ კავშირს. ამ ჩანაწერის მიზანი ესაა, რომ ქორწინება და ოჯახი იყოს ის, რაც არის განსაზღვრული კონსტიტუციით და არანაირი სამართლებრივი ალტერნატივები არ იყოს დაშვებული. ამავე დროს, მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი. სხვადასხვა დროს, ეს ასაკიც იცვლებოდა ხოლმე და ესეც კონსტიტუციურად გამყარებული ასაკი იქნება," - განაცხადა პაპუაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.