დღეიდან, პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში, ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი 135 ლარი. მანამდე იმავე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი, ჩვეულებრივ დღეებში კი 90 ლარი ღირდა.
ამასთან, სერვისების სააგენტოს ფილიალს გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 170 ლარი ღირდა, დღეიდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.