საქსტატი: 2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა

2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი. 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 6 486 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ასევე წაიკითხეთ: