თეგი: ძეგლები

ლატვიის სეიმმა ქვეყანაში საბჭოთა სამხედრო ძეგლების აღების უფლება დაადგინა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთთან მემორიალური ძეგლების შენარჩუნების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. „საბჭოთა არმიის იმიჯი და სიმბოლიკა ახლა პირდაპირ და ცალსახად უკავშირდება რუსეთის აგრესიას და მისი შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შეცვლა ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და არ იქნება ვალდებული, შეინარჩუნოს საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, - განაცხადა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჰარდს კოლსმა. ხელშეკრულების შეჩერება „რიგის განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. ვინაიდან ძეგლი რიგაში მდებარეობს, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ უნდა მიიღოს. როგორც რიგის მერმა მარტიშ სტაკისმა 11 მაისს განაცხადა, ძეგლის დემონტაჟი სავარაუდოდ, არ მოხდება სეიმის არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება. თავის მხრივ, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა წაიღოს „განმათავისუფლებელთა“ ძეგლი რიგიდან, თუ მისი დემონტაჟი მოხდება. რიგაში, 1985 წელს დადგმული „განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის საკითხი, ლატვიაში წლების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დისკუსიამ ახალი სახე მიიღო.  

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ საბჭოთა ძეგლების დანგრევის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ, კანონი, საბჭოთა და ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმების განმადიდებელი ძეგლების დანგრევის შესახებ საბოლოოდ დაამტკიცა. ლატვიის სეიმმა ქვეყანაში საბჭოთა სამხედრო ძეგლების აღების უფლება დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის საბჭოს სარჩელი „არ ადასტურებს, თუ რატომ აისახება ცუდად საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების დანგრევა ქალაქის ხელისუფლების თვითმმართველობის ფუნქციებზე“. სასამართლოს განცხადებით, თვითმმართველობის საკითხებს სხვა კანონი არეგულირებს.  ამასთან, ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნეს, რომ საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი, ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით ხდება და არ ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქალაქის საბჭოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.   

პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს

პოლონეთში, 27 ოქტომბრის დილით, წითელი არმიისადმი მიძღვნილი კიდევ ოთხი ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, პოლონეთის მთავრობა აგრძელებს საბჭოთა კავშირს თემატიკაზე ძეგლების, ქანდაკებებისა და სიმბოლოების „დანგრევის“ კამპანიას. ოპოლსკის სავოევოდოს ქალაქ გლუბჩიცასა და ბიჩინაში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლები აიღეს. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კაროლ ნავროცკიმ, რომელიც სოფელ გლუბჩიცეში საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის ადგილს ესტუმრა, განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირმა პოლონეთს მოუტანა არა განთავისუფლება, არამედ მონობა“. პოლონეთში რუსი ჯარისკაცების ძეგლების დემონტაჟი, ბოლოს 24 აგვისტოს ქალაქ ბჟეგში განხორციელდა.  

უკრაინაში, ვინიცის ოლქში, პუშკინისა და სუვოროვის ძეგლები აიღეს

უკრაინის ვინიცის ოლქის ქალაქ ტულჩინში, რუსი მხრდარმთავრის ალექსანდრე სუვოროვისა და პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა.  უკრაინის ქალაქ იზმაილში, რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ უზენაესი რადას დეპუტატმა ლარისა ბელოზირმა განაცხადა. ფოტოზე ჩანს, როგორ ხდება ბიუსტების გადატანა კვარცხლბეკიდან ტექნიკის დახმარებით. მანამდე პოეტის ძეგლები აიღეს ჩერნივციში, ჟიტომირში, კრემენჩუგსა და ხარკოვში.  

დნიპროში გორკისა და ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა

26 დეკემბერს დნიპროში, რუსი მწერლის მაქსიმ გორკისა და საბჭოთა პილოტის ვალერი ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა. ქალაქის კომუნალურმა სამსახურებმა ძეგლები სპეციალური ტექნიკის დახმარებით კვარცხლბეკებიდან ამოიღეს და ერთ-ერთი კომუნალური დაწესებულების ტერიტორიაზე გადაიტანეს.  16 დეკემბერს ქალაქში ალექსანდრე პუშკინისა და ვოლოდია დუბინინის ძეგლები აიღეს. საერთო ჯამში, საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და სსრკ-სთან დაკავშირებული 10-მდე ძეგლის დემონტაჟის შესახებ, მათ შორისაა ალექსანდრე ბულიგინის, მიხაილ ლომონოსოვის, გენერალ-ლეიტენანტი ეფიმ პუშკინის (ცნობილი როგორც ტანკი) და ალექსანდრე მატროსოვის ძეგლები.