პოლონეთში, 27 ოქტომბრის დილით, წითელი არმიისადმი მიძღვნილი კიდევ ოთხი ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, პოლონეთის მთავრობა აგრძელებს საბჭოთა კავშირს თემატიკაზე ძეგლების, ქანდაკებებისა და სიმბოლოების „დანგრევის“ კამპანიას.
ოპოლსკის სავოევოდოს ქალაქ გლუბჩიცასა და ბიჩინაში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლები აიღეს.
ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კაროლ ნავროცკიმ, რომელიც სოფელ გლუბჩიცეში საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის ადგილს ესტუმრა, განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირმა პოლონეთს მოუტანა არა განთავისუფლება, არამედ მონობა“.
პოლონეთში რუსი ჯარისკაცების ძეგლების დემონტაჟი, ბოლოს 24 აგვისტოს ქალაქ ბჟეგში განხორციელდა.