ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ საბჭოთა ძეგლების დანგრევის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ, კანონი, საბჭოთა და ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმების განმადიდებელი ძეგლების დანგრევის შესახებ საბოლოოდ დაამტკიცა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის საბჭოს სარჩელი „არ ადასტურებს, თუ რატომ აისახება ცუდად საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების დანგრევა ქალაქის ხელისუფლების თვითმმართველობის ფუნქციებზე“. სასამართლოს განცხადებით, თვითმმართველობის საკითხებს სხვა კანონი არეგულირებს. 

ამასთან, ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნეს, რომ საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი, ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით ხდება და არ ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქალაქის საბჭოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.