თეგი: ძეგლი

ლატვიაში დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძგლი „გაუჩინარდა“

ლატვიაში, ალუკსენსკის მხარეში, დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძეგლი „გაუჩინარდა“.  ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს  ძეგლი გაუჩინარდა იმ ადგილას, სადაც 1944 წლის 15 იანვარს საბჭოთა არმიის ლატვიის პარტიზანული ბრიგადის პარტიზანებმა გერმანული სადამსჯელო ექსპედიცია დაამარცხეს. ძეგლის ადგილზე მხოლოდ კვარცხლბეკი იყო შემორჩენილი. მუნიციპალიტეტმა შეადგინა აქტი და მომხდარზე სახელმწიფო პოლიციას შეატყობინა. მთავრობის დადგენილებაში („ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების სია“) ჩამოთვლილია ცხრა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც ალუკსნსკის რეგიონში უნდა განხორციელდეს. მაგრამ მუნიციპალურმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს კიდევ ხუთი ძეგლი, რომლის დემონტაჟი ხუთშაბათს საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა. მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ ძეგლს, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმის ფონდს გადასცემს. 

ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ

ოდესაში, რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონატაჟისთვის ამზადებენ.  მონუმენტი შავ პარკში შეფუთეს და ლენტა შემოახვიეს, ხოლო ტერიტორია შემოღობეს.   მანამდე, ქალაქში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, ძეგლის დემონტაჟს 3 914 ადამიანმა დაუჭირა მხარი.  ძეგლის დემონტაჟის საკითხი ოდესის საკრებულოს სხომაზე, კანჭისყრის შედეგად გადაწყდება.  

უკრაინის ქალაქ იზმაილში, რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ

უკრაინის ქალაქებში რუსეთთან დაკავშირებული სიმბოლიკისა და ძეგლების დემონტაჟი გრძელდება. ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ქალაქ  იზმაილის საკრებულომ გადაწყვიტა ცენტრიდან რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდეს. უკრაინული ონლაინ გაზეთი Strana-ს ცნობით, სუვოროვის ძეგლის გადატანის ფუნდამენტური გადაწყვეტილება ოქტომბერში მიიღეს და ახლა საკრებულომ ძეგლისთვის ახალი ადგილი იპოვა - ეს არის ვოდოკანალის ტერიტორია ქალაქის გარეუბანში. ახლა სუვოროვის ძეგლი ქალაქის ცენტრალურ ბაღში დგას და დემონტაჟისთვის ამზადებენ.  ალექსანდრე სუვოროვი მეთაურობდა რუსეთის ჯარებს, რომლებმაც აიღეს თურქული ციხე იზმაილი 1790 წელს. ახლა იზმაილი  უკრაინული ქალაქი, რომელიც ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, რუმინეთის საზღვართან მდებარეობს.  

ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს აიღებენ

30 ნოემბერს, ოდესის საქალაქო საბჭოს XVI სესიაზე, კენჭისყრის შედეგად, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორისა და მხედარმთავარ ალექსანდრე სუვოროვის ძეგლების დემონტაჟის საკითხი გადაწყდა.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური იტყობინება. ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟს მხარი 43-მა დეპუტატმა დაუჭირა, სუვოროვის ძეგლის დემონტრაჟს – 41-მა.  

ოდესაში ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო

ოდესაში, სპეციალისტთა ჯგუფმა რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟი დაიყო.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ Ukrinform-მა მერიის პრესსამსახურზე Telegram-ზე დაყრდნობით იტყობინება. „დღეს, ოდესის საქალაქო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო „ოდესის დამფუძნებლების“ ძეგლის დემონტაჟი, რომელიც პოპულარულია ეკატერინე II-ის ძეგლის სახელით. ეს ძეგლი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა“, - აღნიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოდესის მერის მოადგილე ოლეგ ბრინდაკმა. მისი თქმით, ამ გზით ისინი არა მხოლოდ ასრულებენ სხდომის გადაწყვეტილებას, არამედ იწყებენ „საკუთარი ისტორიის გადახედვის რთულ, ხანგრძლივ, მაგრამ აუცილებელ პროცესს, ყველა საბჭოთა, იმპერიული მითებისგან განთავისუფლებას“.