30 ნოემბერს, ოდესის საქალაქო საბჭოს XVI სესიაზე, კენჭისყრის შედეგად, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორისა და მხედარმთავარ ალექსანდრე სუვოროვის ძეგლების დემონტაჟის საკითხი გადაწყდა.
ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური იტყობინება.
ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟს მხარი 43-მა დეპუტატმა დაუჭირა, სუვოროვის ძეგლის დემონტრაჟს – 41-მა.