ლატვიაში დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძგლი „გაუჩინარდა“

ლატვიაში, ალუკსენსკის მხარეში, დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძეგლი „გაუჩინარდა“. 

ძეგლი გაუჩინარდა იმ ადგილას, სადაც 1944 წლის 15 იანვარს საბჭოთა არმიის ლატვიის პარტიზანული ბრიგადის პარტიზანებმა გერმანული სადამსჯელო ექსპედიცია დაამარცხეს. ძეგლის ადგილზე მხოლოდ კვარცხლბეკი იყო შემორჩენილი. მუნიციპალიტეტმა შეადგინა აქტი და მომხდარზე სახელმწიფო პოლიციას შეატყობინა.

მთავრობის დადგენილებაში („ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების სია“) ჩამოთვლილია ცხრა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც ალუკსნსკის რეგიონში უნდა განხორციელდეს. მაგრამ მუნიციპალურმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს კიდევ ხუთი ძეგლი, რომლის დემონტაჟი ხუთშაბათს საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა.

მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ ძეგლს, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმის ფონდს გადასცემს.