უკრაინის ქალაქ იზმაილში, რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ

უკრაინის ქალაქებში რუსეთთან დაკავშირებული სიმბოლიკისა და ძეგლების დემონტაჟი გრძელდება.

ქალაქ  იზმაილის საკრებულომ გადაწყვიტა ცენტრიდან რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდეს.

უკრაინული ონლაინ გაზეთი Strana-ს ცნობით, სუვოროვის ძეგლის გადატანის ფუნდამენტური გადაწყვეტილება ოქტომბერში მიიღეს და ახლა საკრებულომ ძეგლისთვის ახალი ადგილი იპოვა - ეს არის ვოდოკანალის ტერიტორია ქალაქის გარეუბანში.

ახლა სუვოროვის ძეგლი ქალაქის ცენტრალურ ბაღში დგას და დემონტაჟისთვის ამზადებენ. 

ალექსანდრე სუვოროვი მეთაურობდა რუსეთის ჯარებს, რომლებმაც აიღეს თურქული ციხე იზმაილი 1790 წელს. ახლა იზმაილი  უკრაინული ქალაქი, რომელიც ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, რუმინეთის საზღვართან მდებარეობს.