თეგი: წვიმა

სამხრეთ კორეაში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ექვსი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. ამასთან, ქალაქის დიდი ნაწილის მცხოვრებლებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ, ხოლო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა. მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.  

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ბარცხანისა და თამარის დასახლების გარკვეული მონაკვეთი დაიტბორა. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. როგორც „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, ამ დროისთვის სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ზღვაში გამსვლელი არხები იწმინდება. „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით არიან მობილიზებული და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ", - აღნიშნეს უწყებაში.  

საქართველოში 25 აპრილამდე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 25 აპრილის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - წერია ინფორმაციაში.  

ძლიერი წვიმის შედეგად, დიდ დიღომში საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო დიდ დიღომში საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ 112-ზე შეტყობინება არ შესულა. ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ. 19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.