ძლიერი წვიმის გამო, ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ბარცხანისა და თამარის დასახლების გარკვეული მონაკვეთი დაიტბორა. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

როგორც „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, ამ დროისთვის სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ზღვაში გამსვლელი არხები იწმინდება. „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით არიან მობილიზებული და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ", - აღნიშნეს უწყებაში.