სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ექვსი დაკარგულად ითვლება.
წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. ამასთან, ქალაქის დიდი ნაწილის მცხოვრებლებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ, ხოლო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა.
მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.