ძლიერი წვიმის გამო დიდ დიღომში საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ 112-ზე შეტყობინება არ შესულა.
ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ.
19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.