თეგი: წყალტუბო

წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით, 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, - ამის შესახებ 5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.  „500 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, -  აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, მანამდე რამდენიმე საკითხი იყო მოუგვარებელი, როს გამოც სახელმწიფო წყალტუბოში მასშტაბურ პროექტებს ვერ იწყებდა. „მანამდე, იყო მთავარი პრობლემა, უნიკალური წყლის რესურსების ფლობის საკითხი იყო მოუგვარებელი. კერძოდ, ინვესტორი და მფლობელი ამ წყლის რესურსების იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ  გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე, მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ,  ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მანამდე, რაც მე გითხარით, ყველა ეს საკითხი არის მოგვარებული, წყლის პრობლემაც, გენერალური გეგმის პრობლემაც, ყველაფერი არის დასრულებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.   

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს

"სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის  - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით,  გეგმა არის დასრულებული და მაქსიმალურად გათვალისწინებულია წყალტუბოს უნიკალურობა.   „ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ  გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე, მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა.   მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ,  ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, -  განაცხადა პრემიერმა.   ასევე წაიკითხეთ:   წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი  

მარკ ჰენეს დანიელსი: წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა, ინვესტირება მოახდინო ადგილში, რომელიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი სამკაულია

„ვფიქრობ, წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა, ინვესტირება მოახდინო წარსულში, რომელიც შეიძლება, საინტერესო შეთავაზება იყოს მომავალში, რათა რეგიონში მოიზიდო ტურისტები და მიაწოდო მომსახურება ადამიანებს, როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან და დატკბნენ საკმაოდ უნიკალური ტრადიციებით, შესანიშნავი კერძებით, ტურისტული ადგილებითა და ბუნებით, რომელიც წყალტუბოშია“, - ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა მარკ ჰენეს დანიელსმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი: ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ მისი თქმით, წყალტუბო საქართველოს ისტორიისა და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი სამკაულია, რომელიც მართლაც საინტერესოდ აკავშირებს წარსულსა და მომავალს. „ეს არაჩვეულებრივი ადგილია.  წყალტუბოს აქვს არქიტექტურის საოცარი კოლექცია. ამასთან, კურორტი ახლოსაა ქუთაისის აეროპორტთან, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის მასთან წვდომას. აქ თავმოყრილია უამრავი ძალიან ლამაზი შენობა, რომელთაც აქვთ  თანმიმდევრული არქიტექტურა და ამავდროულად, ეს კურორტი გამორჩეულია უნიკალური წყლით“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.  ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს მისივე განცხადებით, საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა, ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მატებასთან და რიგი რეფორმების განხორციელების შედეგად უადვილებს ხალხს ინვესტირებას ქვეყანაში.  წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი „ქვეყანას ჰყავს ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხს მომსახურებით და უადვილებს მათ მოიძიონ ობიექტები ინვესტიციებისთვის. ცხადია, ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალური გარემო რთული იყო პანდემიის გამო, თუმცა, ჩვენ გადავლახავთ იმ პერიოდს. ძველმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, ბევრი კრიზისი გამოიარა და თითოეულის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, საქართველო იყო ძალიან პროგრესული ქვეყანა წარსულში, იგი იქნება ძალიან საინტერესო  მომავალში, ხოლო ეს შუალედური პერიოდი იძლევა დიდ შესაძლებლობებს შეიძინოთ აქტივები ძალიან გონივრულ ფასებში. მომავალში ეს შესაძლებლობა აღარ იქნება და სწორედ ახლა არის შესაძლებლობა, ადამიანებმა განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.  

ლევან დავითაშვილი: ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ

"ბიზნესთან  დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და  მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ  „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო.  ლევან დავითაშვილის თქმით,  წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და  მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს კურორტის აღდგენა და ახალი სიცოცხლის დაბრუნება. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის, ასევე მისი პოტენციალის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ და ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება მივიღეთ ბიზნესის მხრიდან “, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.   კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნინო ენუქიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იოანე მენაბდე და 40-მდე მსხვილი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.  

წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა

პირობიანი აუქციონის შედეგების მიხედვით, წყალტუბოში სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. მთავრობის მიერ წყალტუბოს განახლების გეგმის პროექტის ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან, მხოლოდ 2 გაიყიდა.პირობიანი აუქციონის მიხედვით, სანატორიუმი „მედეას“ მფლობელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ადგილზე მინიმუმ 120-ნომრიანი სასტუმრო მოწყოს, რომელშიც იქნება საკონფერენციო დარბაზ(ებ)ი, რესტორანი/რესტორნები). (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს. საპრივატიზაციო თანხის გადახდა არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით გრაფიკის მიხედვით უნდა მოხდეს. წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „თბილისი“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე შემდეგი საპრივატიზაციო პირობებით გაიყიდა: ქონების მფლობელი ვალდებულია 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 55 (ორმოცდათხუთმეტი) თვის ვადაში, არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს, რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს. სანატორიუმ „თბილისის“ შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია მინიმუმ 9 426 900 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს ამასთან, ამ პირობების შესრულების ვადის ბოლოს ორივე საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში ინვესტორმა შენობა-ნაგებობა კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ჩააბარონ და სასტუმროს ფუნქციონირების საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის/ბრენდის სახელით უნდა დაიწყონ. ცნობისთვის, აუქციონი ქონების ეროვნულმა სააგენტომ 6 ივლისს გამოაცხადა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდა.  

ვინ იყიდა აუქციონზე წყალტუბოს ორი სანატორიუმი

დღეს აუქციონზე გაყიდული, წყალტუბოს ორივე სანატორიუმის მფლობელი ცნობილია. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო  სანატორიუმი „მედეა“ - შპს  „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“. წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა ელექტრონული აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. „რაც შეეხება დანარჩენ სანატორიუმებს, მათზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა - აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად იყო მიღებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და  ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. შეგახსენებთ, "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.  „წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.  

ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. შეხვედრაზე ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში არსებული პოტენციალი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები – სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.  ადგილობრივების განცხადებით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და თავადაც დაზიანებები მიიღო.  კლინიკაში გადაყვანისას დაზარალებული კონტაქტური იყო, თუმცა, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 11 პრიმა 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო.  

შსს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 33 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შესულა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა "წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.  ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.  მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები," - ნათქვამია შსს ინფორმაციაში.   

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტომობილი გზიდან გადავარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გზიდან გადავარდა.  ავარიის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

ლევან დავითაშვილმა დაასახელა ინვესტორი, რომელიც წყალტუბოში კაპიტალის განთავსებით დაინტერესდა

წყალტუბოში უცხოელი ინვესტორი, კერძოდ, კატარული კომპანია „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპი“ შემოდის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“ ფარგლებში, კატარულ საინვესტიციო ჯგუფს ხუთი ობიექტი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთები  და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. ვინ იყიდა აუქციონზე წყალტუბოს ორი სანატორიუმი „აუქციონზე გამოტანილი იყო ის ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად შეისწავლა უძრავი ქონების ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ. შესაბამისად, მოხდა რამდენიმე ობიექტის რეალიზაცია და საინვესტიციო შეთანხმება ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“-ს  ფარგლებში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება სხვადასხვა დონის, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც  ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები იმ კვლევისა და შესწავლის შესაბამისად, რაც ჩვენ კომპანია „კოლიერსთან“ ერთად გავაკეთეთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე  14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს სწორედ იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომლებიც წყალტუბოს კურორტის გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევადაა საჭირო. ამასთან, მისი განმარტებით, არსებობდა შემდეგი მნიშვნელოვანი წინაპირობა - სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა და დღეს ისინი ხელმისაწვდომია როგორც ამ მომსახურებით დაინტერესებული კერძო პირებისთვის, ისე ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს. რაც შეეხება საინვესტიციო თანხას - ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კატარული საინვესტიციო ჯგუფისთვის მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარია, 35 მილიონ ლარამდე კი საპრივატიზაციო ვალდებულებები.  

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის დააკავეს. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.