წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტომობილი გზიდან გადავარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გზიდან გადავარდა. 

ავარიის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.