წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. 

ადგილობრივების განცხადებით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და თავადაც დაზიანებები მიიღო. 

კლინიკაში გადაყვანისას დაზარალებული კონტაქტური იყო, თუმცა, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 11 პრიმა 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო.