ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.